წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვეპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს მოტოციკლი შეეჯახა.
სამწუხაროდ, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, მოტოციკლის მძღოლი, 43 წლის ჯ.კ-ა. ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაციას „გურია ნიუსთან“ ადასტურებს მერის წარმომადგენელიც. გოგი ჯოლოხავას თქმით, გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია.
შსს-მ გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი