საგანგებო სიტუაციების სამსახური, ჯარი, მძიმე ტექნიკა და კინოლოგთა ჯგუფი – შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
იძებნება ექვსი ადამიანი, ნაპოვნია 27 ცხედარი, იდენთიფიცირებულია 25 პირი.
ტრაგედიიდან მე-18 დღეს დამეწყრილი ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე დამუშავებულია.
შესამოწმებელი, ღვარცოფული მასით დაფარული ტერიტორიის მხოლოდ რამდენიმე მცირე ნაწილიღა რჩება.
განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი ისევ მდინარეებია. სამძებრო ოპერაცია ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.