კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.