შოვის ტრაგედია მთელი საქართველოს ტკივილია და ამის დასტურია კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღის მინიმალურ ფარგლებში ჩატარება. ამ დიდი ტკივილის გამო ბახმაროში უამრავი სპორტული და კულტურული ღონისძიება გადაიდო, მათ შორის ტრადიციად დამკვიდრებული ბახმაროს დამსვენებელ მოზარდთა საფეხბურთო ტურნირი ბეგი მამალაძის გარდამავალ თასზე.
ტურნირის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ იმედია, მომავალ წელს განახლებულ სტადიონზე ისეთივე წარმატებით გაიმართება ზემოთ აღნიშნული ტურნირი, როგორც გასულ წელს ჩატარდა.
არც “ბეგის ბიბლიოთეკა” გამოირჩეოდა ჩვეული აქტიური საბიბლიოთეკო ცხოვრებით.
თუმცა ბეგი მამალაძის სახელობის ფონდმა არც წელს უღალატა ტრადიციას და 19 აგვისტოს, არასაპრიზო ადგილზე გასული, რაჭიდან ჩამოსული მხედარი, შოვის ტრაგედიის სოლიდარობისა და საერთო სახალხო წუხილის თანაზიარობის ნიშნად, ანა აბრამენკო დაასაჩუქრა.
აბრამენკოს ფასიანი საჩუქარი და სიგელი გადაეცა.