ტვერის ოლქში ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და თქვა, რომ მას მომხდარი არ უკვირს.
“მე ეს არ მიკვირს. რუსეთში არ ხდება ბევრი რამ, რის უკანაც პუტინი არ დგას, თუმცა არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ პასუხი ვიცოდე”, – თქვა მან.
ცნობისთვის, როსავიაციამ დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი იუმყოფებოდა. მასთან ერთად იყო ვაგნერის დამფუძნებლის მარჯვენა ხელი დმიტრი უტკინიც.
პტიგოჟინისა და უტკინის დაღუპვაზე წერს ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფი ტელეგრამ-არხიც.
თვითმფრინავი Embraer-ი ტვერის ოლქში საღამოს ჩამოვარდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კადრებიც.