უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ნიკა ახვლედიანი მტრის შეტევას ბახმუტთან ემსხვერპლა.
“ბახმუტთან დაეცა, ბახმუტის მისადგომებს იცავდა”, _ წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მეომრის თანამებრძოლები.
მებრძოლი იმ 10 კაციან დანაყოფში იყო, რომელიც ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში სპეცოპერაციას აწარმოებდა. ნიკა ახვლედიანი უკრაინულ დანაყოფთან ერთად ერთ-ერთი სოფლის მისადგომებს იცავდა, როცა ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი დაეცა. 40 წლის ქართველ სამხედრო ადგილზე გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რუსულ აგრესიას 48 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.