“უკრაინას არაფერი აქვს საერთო ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან. როდესაც უკრაინამ მიმართა მსოფლიოს ქვეყნებს თვითმფრინავებთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვგულისხმობდით. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო. ყველას ესმის, ვინ არის ჩართული”, _ განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთში ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავმა, რომელშიც თავად პრიგოჟინიც იმყოფებოდა ავიაკატასტროფა განიცადა.
დაიღუპა ეკიპაჟი და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი.