“როგორც იტყვიან, ცვეტში მომხდარი ამბავია. უშუალო მომსწრე ვარ. არც არაფერს ვუმატებ და არც არაფერს ვაკლებ
მაღაზიაში ვარ, რიგში ვდგავარ სალაროსთან. ჩემს წინ არის შუახნის რუსი ქალი, რომელსაც მოლარე (ახალგაზრდა ბიჭი) ქართულად ეუბნება, რომ არასწორად აქვს აწონილი რაღაც პროდუქტი და თავიდან უნდა აწონოს. ეს რუსი იძახი, ნი პანიმაიუ პო გრუზინსკიო, მაგრამ მოლარე არ ტყდება: არც რუსულად ელაპარაკება, არც ინგლისურად და არც თარჯიმანს ეძებს, უბრალოდ კიდევ უმეორებს იგივეს.
აბა თუ მიხვდებით როგორ დამთავრდა ეს ამბავი? როგორ და ის რუსი ქალი “ნი პანიმაიუს” ბუზღუნით მოცილდა სალაროს, მივიდა სასწორთან და ხელახლა აწონა თავისი ნაყიდი. კი ამბობდა ვერ ვიგებ ქართულსო, მაგრამ სხვა გზა რომ არ ჰქონდა, გაიგო.
თითქოსდა პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია, მაგრამ არის მაინც შუაში.” _ წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი.