სპეცოპერაცია ჩატარდა იტალიაში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს 8 მოქალაქე, რომლებიც, მედიისვე ცნობით, ქართველებს სალერნოში ბინებისა და კომერციული ობიექტების ძარცვა, ასევე, მოპარულის გასაღება ედებათ ბრალად.
როგორც სამართალდამცველები ამბობენ, კრიმინალურმა დაჯგუფებამ რვა თვის განმავლობაში მოიპარა 100 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული პროდუქცია. მოპარული საქონლის ნაწილი გამოძიების შედეგად ამოიღეს.
პოლიციის ცნობით, დაკავებულების უმეტესობა იტალიაში არალეგალურად ცხოვრობდა.