„ოზურგეთის ბიუჯეტის შემოსულობებში, მილიონ 272 700 ლარი შემოსულია ჯარიმებისთვის გადახდილი თანხით“, _ განაცხადა 30 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე, საფინანსო სამსახურის უფროსმა პავლე ჭყონიამ.
„ა, ბატონო, რად გვინდა ქარხანა და მუშაობა. დააჯარიმე, ბიუჯეტში მილიონი არ აგცდება“, _ ქირქილი არაერთგან გაისმა საკრებულოს სხდომაზე.
როგორც პავლე ჭყონიამ დააზუსტა, ეს არის ავტომობილების მიერ, საგზაო წესების დარღვევის შედეგად გადახდილი თანხები, ჯარიმის სახით, ამ წლის დასაწყისიდან.
ავტორი