სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში 5 შეიარაღებული პირი უსუფაშვილების ოჯახში გუშინ, გვიან ღამით შეიჭრა და დააყაჩაღა. წაღებულია ფული, 50 000 დოლარი და ძვირფასეულობა. თავდამსხმელების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
ნაცემია მამა-შვილი ზაურ და დავით უსუფაშვილები.
ოჯახს წლებია მზესუმზირის ბიზნესი აქვს და თანხა სესხის სახით, ბანკიდან ჰქონდათ გამოტანილი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ჯერ არავინაა.
წყარო: mtavari.tv