აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს – ინფორმაციას სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე, მათ შორის, აშშ-ს ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, აღნიშნული საბრძოლო მასალა უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელსაც აშშ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოაცხადებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება $240-დან $375 მილიონამდე იქნება.
Reuters ასევე აღნიშნავს, რომ საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელსაც აშშ უკრაინას პირველად გადასცემს, Abrams-ის ტიპის ამერიკულ ტანკიდანაა შესაძლებელი და ისინი უკრაინას უახლოეს კვირებში უნდა მიეწოდოს.
ცნობისთვის, 2023 წლის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალა უკვე გადასცა.


























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)






