სამტრედიის მეთორმეტე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ჭეიშვილი სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსდა.
წარმატებული ახალგაზრდა უმაღლეს განათლებას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში ინგლისურენოვან ფაკულტეტზე მიიღებს. ნიკოლოზ ჭეიშვილმა მეთორმეტე საჯარო სკოლა წარმატებით დაამთავრა და მასზე პედაგოგები დიდ იმედებს ამყარებენ.
,, ინგლისურში და მათემატიკაში ძალიან ძლიერია. აქვს კარგი ზოგადი განათლება, უნიჭიერესი ახალგაზრდაა. უყვარს მხატვრული ლიტერატურა, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მაღალ დონეზე ერკვევა.
1 წელი სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკის ერთ -ერთ კოლეჯში (Hoosac school New York). საქართველოში დაბრუნდა და ჩვენ სკოლაში განაგრძო სწავლა. მიზანდასახული და შრომისმოყვარეა, ამიტომაც არ გაგვიკვირდა მისი შედეგები.”- ,, გურია ნიუსთან” კომენტარში ისაუბრა მეთორმეტე საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო ონიანმა.
ავტორი