კახეთში სეტყვამ 4 მუნიციპალიტეტი დააზარალა. ახმეტაში, თელავში, ყვარელსა და გურჯაანში სტიქიის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
ძლიერმა სეტყვამ დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, ართანა და ნაფარეულიც, სადაც საკარმიდამო ნაკვეთები განადგურებულია.
რა მდგომარეობაა ვენახებსა და სოფლის გარეთ მდებარე ნათესებში, ადგილობრივებს ჯერჯერობით, ინფორმაცია არ აქვთ.
ადგილზე უკვე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ისინი მოსახლეობას ხვდებიან. სტიქიით მიყენებულ ზარალს კი კომისია ხვალიდან შეისწავლის.