“ვასილ ჩიგოგიძეს იმდენი რამე აქვს გაკეთებული ჩოხატაურისთვის და ნოდარ დუმბაძისთვის, რომ მისი რამეში დადანაშაულება არის აბსურდი და ძალიან დიდი უმადურობა, იმიტომ, რომ წლებია, ვასილ ჩიგოგიძე… და მისთვის რუსის ძახილი და პუტინისტის ძახილი უბრალოდ მართლა უხერხულია, ისევე, როგორც ჩემთვის ეს წოდება.
რაც შეეხება პარკს, მე ვიცი სადაც მოიხაზა ის ადგილი, რომელზეც მხოლოდ ლაპარაკია დაწყებული და არავინ არაფრის გაუქმებას არ აპირებს და თქვენ შეგიძლიათ, იუსტიციის სახლში ამოიღოთ საბუთი და არავითარი მესაკუთრე არ არსებობს. მხოლოდ ითქვა, რომ აქ ხომ არ გავაკეთოთ ეს ბანკი, რაღაც მსუბუქი კონსტრუქცია ბანკის.
თან სკვერში არა, ნოდარის და ანა კალანდაძის იმ სკვერის ბოლოში, იქ, სადაც წრეა და მანქანები ბრუნდება, იქ კუთხეა რაღაც ერთი ციდა. ამიტომ, ჩოხატაურელებს ნუ შეეჯიბრება ნურავინ ნოდარის სიყვარულში, მე ვერ ვბედავ მაგას. ცოტა უხერხულია, არ წარმომიდგენია, რომ ნოდარის სახელს, ნოდარის პარკს უხეშად ვინმე შეეხოს ჩოხატაურში“,_ განაცხადა ქეთევან დუმბაძემ ფორმულასთან საუბრის დროს.
ინფორმაციისთვის, გუშინ, 3 სექტემბერს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.
პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა – თავად ჩიგოგიძე ამას უარყოფს.