ქობულეთის მერის წარმომადგენელი თანასოფლელ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა სოფელ ლეღვას ცენტრში მოხდა. ფაქტს ათეულობით თვითმხილველი ჰყავს. ინფორმაციას tv 25 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სოფლის მაღაზიაშია დასაქმებული და მასზე ფიზიკურად სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა საჯარო მოხელემ იძალადა.
პოლიციას დახმარებისთვის დაზარალებულმა მიმართა.
“ამ თემაზე საუბარი არ მსურს” – თქვა დაზარალებულმა და ტელეკომპანიას ტელეფონი გაუთიშა.
“უკვე გათავისუფლებულია აღნიშნული საჯარო მოხელე,” – ამბობენ ქობულეთის მერიაში, თუმცა უწყებაში არ განმარტავენ რის საფუძველზე გაათავისუფლეს ჯაბა სტამბოლიშვილი.