მართალია ლანჩხუთში ნალექმა შედარებით უკლო, მაგრამ ამ დრომდე მძიმე ვითარებაა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში და მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია.
ხათუნა გუჯაბიძე:_ ,,სოფელ სუფსაში წყალდიდობაა! ადიდებულმა მდინარემ 20 წუთში საშინელი შედეგი დადო. დილიდან წყალი მატულობს და ძლიერდება. ყველა მდინარისპირა უბანი წყლის ნიაღვარს მიაქვს, ყველა შესასვლელი ქუჩა ავსებულია გამდინარე წყლით. ბევრგან შენობის პირველ სართულებშიც შევარდა წყალი და ავეჯიც გამოიტანა. რაც ყველაზე სავალალოა სტიქიამ ჩამოანგრია სოფლის სასაფლაოს კედელი და ანგრევს საფლავებს … სუფსაში შემოსასვლელი გზებიც ფაქტობრივად ჩაკეტილია. ჯუმათისა და გრიგოლეთის მხრიდან გზებზე მდინარე გადადის”.
ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა შესაძლო რესურსი და მერიაში კი შექმნილია საგანგებო შტაბი. სტიქიის ზონაში იმყოფება ადგილობრივი ხელმძღვანელობა.
ავტორი