https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„თბილისში არის წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხე!“ – რომელი უბნებია მაღალი რისკის ზონაში

12:50; 9.09.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

29 აგვისტოს თბილისში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები დაიტბორა, წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროსადენები. მოქალაქეები სოციალურ ქსელში სახლებსა და სადარბაზოებში წყლის ჩასვლის კადრებს ავრცელებდნენ. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოსული ნალექის რაოდენობა შეადარა 2015 წლის 13 ივნისის მდგომარეობას, როცა ვერეს ხეობაში წყალი ადიდდა და 20-ზე მეტი კაცი დაიღუპა: “სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. ამასთან, 2015 წლისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს მოსულმა ნალექმა თბილისის მთელი ტერიტორია მოიცვა”. როგორც სპეციალისტები ამბობენ, დღეს მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა კლიმატის გლობალური ცვლილებაა, რასაც სტიქიური კატაკლიზმები ახლავს.­ ამ საკითხებზე გვესაუბრება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა სუხიშვილი. მასთან საუბარი თბილისის მეწყერსაშიში ზონებით დავიწყეთ:

– თბილისში გამოსაყოფია შემდეგი რისკის შემცველი მეწყერსაშიში ზონები: ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდი, გაგრძელებული მთაწმინდის და სოლოლაკის ნაწილით, ვაშლიჯვრის ფერდი (ლისის ფერდობიც შედის), ნუცუბიძის პლატოს ნაწილი, გლდანის ჩრდილოეთით გლდანულას ხეობა, ასევე, თემქაზე ე.წ. შეშელიძის მეწყერი, რომელიც ყველაზე თვალსაჩინო და აქტიურია. თბილისში არის კიდევ ბევრი ფერდი, სადაც სხვადასხვა მეწყრული პროცესის ერთეული გამოვლინებებია.

მეწყრული პროცესები დამოკიდებულია გეოლოგიაზე – როგორ არის განლაგებული გეოლოგიური შრეები, მათი დახრის მიმართულება და კუთხე ემთხვევა თუ არა ზედაპირზე ფერდობის დახრის მიმართულებასა და კუთხეს. თუ ასეთი დამთხვევა არის, ეს ნიშნავს, რომ მეწყრული საფრთხე მომატებულია, თუ პირიქითაა – ამგები ქანები სხვა მიმართულებითაა დახრილი და ფერდობი – სხვა, მაშინ მეწყრული პროცესებისკენ მიდრეკილება ნაკლებია. ასე ხდება ვერეს ხეობაში – ვერეს მარჯვენა ფერდზე დახრის კუთხეები ემთხვევა, მარცხენაზე – არა, ამიტომ მარცხენა უფრო სტაბილურია. მეწყრული პროცესები ასევე­ დამოკიდებულია ქანების გამოფიტვის დონეზე, გამოფიტვა კი განპირობებულია ტექტონიკური დაძაბულობით, კლიმატით, ზოგიერთი ტიპის მეწყრის შემთხვევაში – მცენარეული საფრის არსებობით, ქიმიური ეროზიით, მიწისქვეშა წყლების მოქმედებით და ეს ყველაფერი შემდგომ განაპირობებს ქანების მოძრაობას. მნიშვნელოვანია ასევე კლიმატი – თბილისს, როგორც წესი, ახასიათებს მცირე ნალექიანობა, დაახლოებით 500-600მმ ფარგლებში საშუალოდ წლის განმავლობაში, მაგრამ ახასიათებს მოკლე დროში ინტენსიური წვიმებიც, როგორიც იყო 29 აგვისტოს ან 2015 წლის 13 ივნისს. სამწუხარო ის არის, რომ კლიმატის ცვლილების სცენარების მიხედვით თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მწირნალექიანობა უფრო გაღრმავდება, ანუ წლის განმავლობაში უფრო ნაკლები წვიმა მოვა, რაც უდრის გვალვას, მაგრამ გაიზრდება (და იზრდება კიდეც) დროის მოკლე მონაკვეთში მოსული წვიმის ინტენსივობა, ანუ ხშირად არა, მაგრამ როცა იწვიმებს, ბევრს იწვიმებს.

– როგორც მეტეოროლოგები ამბობენ,­ ეს გლობალური კლიმატის ცვლილებაზეა­ დამოკიდებული. მაინც როგორ უნდა მოვემზადოთ და დავუპირისპირდეთ ამ პრობლემას?

– კლიმატის ცვლილება გლობალური გამოწვევაა და გლობალური­ ეკონომიკისთვისაც კი რთული მისაღწევია ადაპტაცია, არათუ ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნებისთვის. მაგალითად, ვაშლიჯვრის ფერდთან კლიმატის ცვლილება არაფერ შუაშია, უბრალოდ, ფერდი მოთხარეს და გაააქტიურეს მეწყერი. ბუნებრივ პროცესს ვერ შევაჩერებთ,­ მაგრამ ის ხომ მაინც შეიძლება ხელოვნურად არ გამოვიწვიოთ პრობლემა? თბილისის მერიის მონაცემებით, ვაშლიჯვრის ფერდი წითელი, ანუ მომეტებული­ საფრთხის ზონა იყო. მაგრამ სამშენებლო ნებართვები მაინც გასცეს და თავადაც დაიწყეს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. იგივე ითქმის ვერეს ხეობაზეც, სადაც მშენებლობის ბუმია.

2015 წლის მერე 8 წელი გავიდა და ვერეს ხეობისთვის ბევრი მიზიდულობის ცენტრია აშენებული – ბიზნესცენტრები, სასტუმროები და ა.შ. ვერეს ხეობის ახლოს სამშენებლო ნებართვებს თბილისის მერია არ გასცემს, რადგან არის საფრთხეები. ის ერთსართულიანი კერძო სახლების აშენების ნებართვასაც არ იძლევა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ იძლევა იმის ნებართვას, რომ აშენდეს დიდი კომპლექსები – სასტუმროები, ბიზნესცენტრები და სხვა, რაც არასწორია. ვერეს ხეობაში საუკუნეში რამდენჯერმე ხდება სტიქიური პროცესები. რაც დრო გავა, ხეობაში საფრთხეები უფრო და უფრო გაიზრდება, რადგან კლიმატი იცვლება.

– დრომ და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ თბილისში წყალდიდობების საფრთხეც არსებობს და წყალმოვარდნებისაც (თბილისს ახსოვს მტკვრის ადიდების ფაქტები, მდინარე ვერეს ღვარცოფული მოვარდნებიც)…

– თბილისში არის წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეებიც. ამ ორ სტიქიას შორის ჩამოყალიბების დროშია განსხვავება. წყალდიდობის ჩამოყალიბება დღეები და კვირეები გრძელდება,­ მდინარეზე წყალი ნელ-ნელა იმატებს, ხოლო წყალმოვარდნის შემთხვევაში მდინარეში წყლის რაოდენობა საათებში ან ერთ დღეში იზრდება. ეს არის განსხვავება წყალმოვარდნა-წყალდიდობას შორის. მაგრამ თბილისში მხოლოდ მდინარეებს არა აქვთ ეს პრობლემა. მაგალითად, წყალმოვარდნა შეიძლება იყოს მდინარე ვერეზე, დიღმურაზე, გლდანულაზე, ლეღვთახევზე, ვარაზისხევზეც კი. ეს ყველა მდინარეა, ზოგჯერ სეზონურიც, მაგრამ საქმე ის არის, თბილისში შემოდის ათეულობით მშრალი ხევი, ანუ ჩვეულებრივ ამინდში უწყლო ხეობაა, რომელშიც ინტენსიური წვიმის დროს ყალიბდება­ დიდი რაოდენობით წყალი, ანუ ხარჯი, და ხდება წყალმოვარდნაც. მე მახსოვს 90-იან წლებში ადიდებული მტკვარი, როცა იუსტიციის სახლთან ჩოგბურთის კორტი დატბორა. თუმცა მტკვარი ცოტა განსხვავებული მდინარეა, ვინაიდან ის კაშხლებით რეგულირებულია, ანუ მას თბილისამდეც კაშხალი არეგულირებს და ორთაჭალჰესიც. მაგრამ თუ მტკვარი კაშხლებითაა რეგულირებული, სამაგიეროდ, თბილისში მთის მდინარეები შემოდის. მაგალითად, ვერე და ლეღვთახევი. მთის მდინარე ნაკლებად პროგნოზულია და მიდრეკილია სტიქიური პროცესებისკენ. მდინარე ვერე ხშირად ღვარცოფულია, ლეღვთახევი – ნაკლებად ღვარცოფული, სამაგიეროდ, ახასიათებს წყალმოვარდნა. რამდენიმე წლის წინ გაკეთდა მოდელირება, კვლევა, რამაც აჩვენა, რომ ამ ხეობაში, მათ შორის ტურისტულ ზონაში, არის საფრთხე, რომ ლეღვთახევი გადმოვიდეს კალაპოტიდან, მაგრამ ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომლის აუზშიც პოზიტიური მოვლენები მოხდა: მაგალითად, ლეღვთახევის კალაპოტის ნაწილი გაიხსნა, ტურისტულ ატრაქციად გადაკეთდა და ამან შეამცირა საფრთხეები და რისკები, თუმცა მისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის საფრთხე მაინც არსებობს.

– კატასტროფების რისკის შემცირებას რა პრევენციული ღონისძიებები სჭირდება?

– 1. ინფორმირებულობა (ბუნებრივ პროცესებზე მეტი ინფორმაციის შეგროვება), ანუ მონიტორინგი; 29 აგვისტოს ღამით რა რაოდენობის წვიმა მოვიდა ვიცით სატელიტური მონაცემებიდან და კერძო ადამიანების სამოყვარულო მეტეოსადგურებიდან. არადა, თბილისში, ასე თუ ისე, არის მონიტორინგის სისტემა, მაგრამ მონაცემები დახურულია; 2. კვლევა მონიტორინგის მასალების საფუძველზე და 3. ამ ყველაფრის გათვალისწინება.

ისევ ვერეს მაგალითი რომ ავიღოთ, მეორე საკითხია, რამდენად სწორად მოიხაზა ზუსტი არეალი და რამდენად სწორად შეფასდა საფრთხეები. სამწუხაროდ, საფრთხეების შეფასება ხშირად დამაკმაყოფილებელი არ არის და ყველაფერი იქით მიდის, რომ კანონის დარღვევის გარეშე, ლეგალურად მოინახოს გამოსავალი, თუ როგორ უნდა აშენდეს საფრთხის შემცველ ადგილებზე კომპლექსები. იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ იურიდიული საკითხი არ უნდა იყოს პრობლემა, არამედ ბუნებრივი პროცესებიც გასათვალისწინებელია.

წვიმის მონაცემები, კერძო, სამოყვარულო მეტეოსადგურებიდან და სატელიტებიდან ასეთია: თბილისში 4 საათში მოვიდა 60-დან 90 მმ-მდე წვიმა (უბნების მიხედვით), თბილისის დასავლეთით – 100-ს გადააჭარბა. წვიმისგან გამოწვეული ურბანული წყალდიდობა ხდება მაშინ, როცა ინტენსიურ წვიმის წყალს მიწის ნაცვლად ხვდება ასფალტი, წყალი ვერ ჩაიჟონება, ყალიბდება ნიაღვრად და სადრენაჟე სისტემაც ვეღარ ატარებს. ანუ წყალდიდობის მიზეზებია: 1. ინტენსიური წვიმა; 2. სადრენაჟე სისტემის გადატვირთვა/გაბიდვნა; 3. ახალი უბნების მშენებლობა.

– 29 აგვისტოს მოვლენამ ერთი პრობლემაც დაგვანახა – დანაგვიანებული სანიაღვრე ჭები და კოლექტორები, რომლებიც არ იწმინდება.

– სხვათა შორის, ვერეს კატასტროფის შემდეგ ჩატარდა კვლევები როგორც სახელმწიფოს, ისე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. მათ დოკუმენტებში ნახსენებია, რომ მხოლოდ გაწმენდის პრობლემა არ არის, ვერეში ჩამავალ სანიაღვრე კოლექტორებზე დაერთებულია საცხოვრებელი კომპლექსების კანალიზაციები და თუ ეს კოლექტორები გათვლილი იყო წვიმის (და თოვლის) წყლის გატარებაზე, დღეს უკვე სხვა წყლების გატარებაც უწევთ. ბუნებრივია, ეს იწვევს გადატვირთვას და იმ პარამეტრებზე ვეღარ გადის, რაზეც ნახევარი საუკუნის წინ იყო გათვლილი. ასე რომ, მხოლოდ გაწმენდა არაა პრობლემა, პრობლემაა არასწორი ნაკადების დაერთებები. კოლექტორებიც მოსაწესრიგებელია, რადგან მთის ქსელური მდინარეების ასეთი ტიპის დახურვა კომუნისტების დროსაა გაკეთებული.

– მეწყერსაშიში ფერდობების გამაგრება თუ არის რამის მომცემი?

– ფერდობების დროებითი გამაგრება­ შესაძლებელია, მაგრამ რამდენად სტაბილური იქნება, ეს მეორე საკითხია, რადგან ვნახეთ, ვაშლიჯვარში რამდენი გამაგრება გააკეთეს, მერე მათი გამაგრებები და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს საკმარისი არ არის და პატარა ღვარცოფიც ჩამოვიდა. რაღაცის დროებით გამაგრება შესაძლებელია, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად გაუძლებს დროს. თბილისში ორი კინკილა მეტეოსადგურია, მაგრამ დახურულია მონაცემები. ისინი თვალით არ გვინახავს.

kvirispalitra.ge

ლაშა სუხიშვილი
გაზიარება41Tweet26Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ასეთი ტკივილი ერთ სოფელს იშვიათად დაატყდება თავს”

12:02; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“დაგეგმილია სამუშაოები მრავალი მიმართულებით” _ რომელმა კომპანიამ განახორციელებს ზედამხედველობას

11:45; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ავადმყოფობამ საახალწლოდ შემოგვიტია” _ ოზურგეთში აფრიკული ცხელებით კვლავ ბევრი ღორი დაიხოცა

11:43; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე და რომელ მონაკვეთებზე აიკრძალა თოვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა

10:26; 26 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის

10:24; 26 დეკემბერი, 2025

"მივხვდი, რომ მიწის მასა თავზე დამეფარა" _ რას ჰყვება სტიქიას გადარჩენილი მოქალაქე

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ასეთი ტკივილი ერთ სოფელს იშვიათად დაატყდება თავს”

12:02; 26.12.2025
საზოგადოება

“დაგეგმილია სამუშაოები მრავალი მიმართულებით” _ რომელმა კომპანიამ განახორციელებს ზედამხედველობას

11:45; 26.12.2025
საზოგადოება

“ავადმყოფობამ საახალწლოდ შემოგვიტია” _ ოზურგეთში აფრიკული ცხელებით კვლავ ბევრი ღორი დაიხოცა

11:43; 26.12.2025
ფინანსები

ტენდერი ბენეფიციარების კვებისთვის

11:40; 26.12.2025
ფინანსები

მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:38; 26.12.2025
პოლიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

11:30; 26.12.2025
ზაფრანი

ვისთვის იქნება 2026 წლის იანვარი განსაკუთრებით წარმატებული

11:00; 26.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
სამართალი

საგამოძიებო სამსახური – სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 4 მლნ-მდე ლარის ზიანის მიყენებისთვის რვა პირია დაკავებული

10:34; 26.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე და რომელ მონაკვეთებზე აიკრძალა თოვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა

10:26; 26.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის

10:24; 26.12.2025
ზაფრანი

დაიცავით თავი ავი თვალისგან

10:20; 26.12.2025
ზაფრანი

დედამთილების ჰოროსკოპი

10:18; 26.12.2025
ზაფრანი

რძლების ჰოროსკოპი

10:16; 26.12.2025
ზაფრანი

სიძე ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით   

10:15; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩ დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო