გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება ვერტმფრენის საშუალებით.
“დღეს დილიდან სპეციალისტებმა ვერტმფრენით შემოვლა განახორციელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის ტერიტორიაზე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით მდინარის შეგუბები აღინიშნებოდა. დათვალიაერების შედეგად მდ. მაგანას ხეობასა და მის შენაკადებზე შეგუბებები, ან რაიმე ტიპის მეწყრულ გრავიტაციული პროცესების კვალი არ დაფიქსირებულა”,_ აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სპეციალისტების განმარტებით – მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია.
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებდა და საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, მოსახლეობას ადგილობრივმა ხელისუფლებამ ურჩია საცხოვრებელ სახლეგს გარიდებოდნენ.