თიბისი მოსწავლეებს მთელი საქართველოდან თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს.
დღეს, ტექნოლოგიები ცვლის მსოფლიოს და ახალ რეალობაში გადაჰყავს ადამიანი. ტექნოლოგიების სათანადო ცოდნა არის გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროში. სწორედ ამიტომ თიბისი ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, მიიღოს ხარისხიანი ცოდნა მომავლის პროფესიებზე და მოიპოვოს სრული დაფინანსება ტექნოლოგიების შემსწავლელ 9 ონლაინ კურსზე.
მას შემდეგ რაც თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, ზაფხულში, საქართველოს 11 რეგიონიდან 600-მა უფროსკლასელმა წარმატებით დაასრულა, თიბისის ახალ და უფრო მასშტაბურ კურსებს იწყებს.
„თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა პროექტების მეშვეობით. 2023 წელს, ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვაქციეთ. განათლების პროგრამის პირველმა ეტაპმა, ახალი თაობის წარმომადგენლების დიდი ინტერესი გამოავლინა ციფრული ტექნოლოგიებისა და მომავლის პროფესიების შესწავლის მიმართ. სწორედ ამიტომ, კურსების არჩევანი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ“- ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.
გაეცანით და აარჩიეთ თიბისის განათლების პროგრამის კურსები:
- ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML; CSS) – კურსის განმავლობაში გაეცნობი იმ პროგრამულ ინსტრუმენტებს (HTML,CSS), რომლის გამოყენებითაც შეძლებ ვებგვერდის აწყობას და შეისწავლი ამ პროცესს. პრაქტიკული კურსის ბოლოს, იმუშავებ ფინალურ პროექტზე და დამოუკიდებლად შექმნი ვებგვერდს.
- ვებგვერდების პროგრამირება (Back End: Python) – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენის, Python-ის საწყისების შემსწავლელი, პრაქტიკული კურსია, სადაც ისწავლი ვებგვერდის Backend-ის ნაწილის აწყობას და თავადაც შექმნი ვებგვერდს.
- მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) შექმნა – კურსის მიზანია, ახალ თაობას შევძინოთ ის ცოდნა და უნარები, რომელიც მოლაპარაკე პროგრამების შესაქმნელადაა საჭირო. ფინალურ ეტაპზე მონაწილეები დამოუკიდებლად შექმნიან ჩატბოტს.
- კომპიუტერული თამაშების შექმნა – კურსის განმავლობაში გაეცნობი თამაშების შესაქმნელ გარემოს – love2D, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია 2D თამაშების შექმნა. ისწავლი თამაშის სცენარის შემუშავებას და მის პირველად ტესტირებას. თამაშის დაპროგრამებას, კი პროგრამული ენის – lua-ს საშუალებით შეძლებ.
- მობილური აპლიკაციების შექმნა (App Inventor) – ამ კურსის ფარგლებში, ისწავლი როგორც პროგრამირების საწყისებს, ასევე სხვადასხვა მობილური მოწყობილების მუშაობის ძირითად პრინციპებს. კურსის დასრულების შემდეგ, თავად შექმნი მობილურ აპლიკაციას Android მოწყობილობისათვის.
- ციფრული კომუნიკაცია – ამ კურსზე სწავლისას გაეცნობი სოციალურ მედიასთან და ზოგადად ინტერნეტ კულტურასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და განახორციელებ ონლაინ კამპანიას.
- ვიზუალური კომუნიკაცია (ვიდეოგრაფია; ფოტოგრაფია) – გაეცნობი სხვადასხვა ვიდეო-სამონტაჟო პროგრამებს, როგორიცაა მაგალითად Adobe Express, Lightroom, CapCut და ა.შ. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა. ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად დაგეგმავ და განახორციელებ ფოტო/ვიდეო გადაღებას და თავად მოჰყვები ამბავს გამოსახულების საშუალებით.
- გრაფიკული დიზაინი – ამ კურსზე ისწავლი და პრაქტიკაში გამოიყენებ Adobe-ს შედარებით ახალ პროდუქტს – Adobe Express. კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თავად შექმნი გრაფიკული დიზაინის პროდუქტებს.
- UI/UX დიზაინი – ისწავლი UI/UX დიზაინის პრინციპებს და იმუშავებ Figma-ს გარემოში. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა. კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, თავად შეიმუშავებ ვებგვერდის დიზაინს.
თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან პარტნიორობით.
კურსები სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.
კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 11-დან 19 სექტემბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სასურველ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge
(R)