შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე, დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოების გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,_ ინფორმაციას ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი,გოჩა ენუქიძე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის დროულად აღდგენის მიზნით მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და აქტიური სამუშაოები.