საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 14 სექტემბრიდან მოიმატებს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დღეს, საქართველოს უმეტეს რაიონში ნარჩუნდება ხანმოკლე ხასიათის წვიმები დროგამოშვებით. შუა დღიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც შენარჩუნდება ხვალაც დილის საათებში, უმეტეს რაიონში, ხოლო 14 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 16 სექტმებრის ჩათვლით.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, მოიმატებს და დასავლეთ საქართველოში დაახლოებით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი”,_ ამბობს გვაზავა.
ავტორი