პრეზიდენტის ღიმილიანი სახე იმპიჩმენტთან დაკავშირებით რომ გაიგო, იცვლება. ახლა ნელ-ნელა სერიოზული ხდება, _ ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“პრეზიდენტის ღიმილიანი სახე იმპიჩმენტთან დაკავშირებით რომ გაიგო, იცვლება. ახლა ნელ-ნელა სერიოზული ხდება. ხომ დავინახეთ, ელჩებს მოუხმო. ვერ უშველის ელჩები. ვერ იტყვიან იმას, რომ ქვეყანაში პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და არა უშავს. მერე ოპოზიციას დაუძახა და უთხრა “ხომ არ გადამაყენებთ”. ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, იყო. ამას, ბუნებრივია, დიდი უარყოფა არ სჭირდება, მაგრამ აქ კიდევ ერთი მთავარი ის არის, ოპოზიცია ამბობს, რომ ერთმანეთს არ ენდობიან, დარბაზში ვინ შევა და გამოვა და ხალხს ეუბნებიან, ქვეყანა გვანდეთო. ” _ ამბობს გურამ მაჭარაშვილი.