ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და ქველმოქმედი ანჯელინა ჯოლი წლებია, რაც პრიორიტეტულ საქმიანობად ადამიანების უფლებების დაცვას მიიჩნევ. ის გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისიასთან 2001 წლიდან თანამშრომლობს, გაწეული საქმიანობისთვის კი არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული.
მსახიობის საქმიანობა მრავალფეროვანია. მან წელს ბავშვებისთვის წიგნიც დაწერა, ჰუმანიტარული საქმიანობის პარალელურად კი სამკაულების საკუთარი ხაზი შექმნა.
ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ ის გეგმავს ე.წ. „ატელიე ჯოლის“ გაკეთებას, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი დიზაინით ნებისმიერი სამოსის შექმნას. საზოგადოებას ატელიეში შეეძლება ძველი სამოსის მიტანა და შემდეგ მისი გადამუშავება.
ავტორი