,,ქუთაისის გუბერნიაში 1907 წლის 25 იანვარს ჩატარებულ მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა არჩევნებზე ხმები ასე განაწილდა: ივლიანე ჯაფარიძე – 286 ხმა; გიორგი ზდანოვიჩი – 1197; გრიგოლ ლორთქიფანიძე – 34; დიმიტრი ნაზარიშვილი – 6; ირაკლი წერეთელი – 1320 . ყველაზე ცოტა – 4 ხმა მიიღო აკაკი წერეთელმა.”- ამ ინფორმაციას, ერთი საუკუნის შემდეგ, ქუთაისელი ჟურნალისტი, ყველასათვის საყვარელი ნანული ცხვედიანი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.
საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს ისე გაიგო, თითქოს ამომრჩეველი შეცდომებს ყველა დროსა და ღირსეული ადამიანების უკან ჩაჩოჩებით უშვებდა და არც აწმყოში ვართ მსგავსი შემთხვევებისგან დაზღვეულნი.
,, გურია ნიუსთან ” კომენტარში ნანული ცხვედიანმა სულ სხვაგვარად შეგვიფასა მოვლენები: ,,არა მგონია. ჩემი აზრით, ქალაქისთვის ყველაზე კარგი კანდიდატურა ზდანოვიჩი იყო. აკაკი დიდი პოეტია, მაგრამ დეპუტატი როგორი იქნებოდა, დარწმუნებით ვერავინ იტყვის. მე, უბრალოდ, საინტერესო ინფორმაცია დავდე. გ. მჭედლიძის წიგნიდანაა, მგონი, კარგად აღარ მახსოვს. ისე, ვისაც საიდან სურს, იქიდან გამოაბამს, მექოთნისა არ იყოს, სახელურს…”
ავტორი