ვერძი
ხელსაყრელი დღეა მივლინებისა და მოლაპარაკებებისთვის. სავარაუდოდ, საღამოს მხიარული შეხვედრა გელით. თუ ახლობელ ადამიანს უსამართლოდ აწყენინეთ, ბოდიშის მოხდა და ურთიერთობების მშვიდად გარკვევა უნდა შეძლოთ.
კურო
პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. განწყობა შეიძლება ნულამდე დაეცეს, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. ამ დღეს ვარჯიშს და ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ სპორტულ დარბაზში წასვლას ვერ ახერხებთ, ეცადეთ, უბრალოდ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება, ოჯახში სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს.
ტყუპები
ბიზნესმენებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ახალი პროექტის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. სავარაუდოდ, მოგიწევთ, დაუბრუნდეთ საქმეს, რომელიც უკვე დასრულებული გეგონათ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებისთვის – ამ დღეს წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის – კითხვებზე სრულ და ამომწურავ პასუხს მიიღებთ, რაც საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან კამათი თავიდან აიცილოთ – ეს შეიძლება დიდ სკანდალში გადაიზარდოს. ემოციები აკონტროლეთ და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.
ლომი
ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა მოგებიან ბიზნესში მონაწილეობა შემოგთავაზონ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, გარანტიები უნდა მოითხოვოთ. ეცადეთ, საღამოს ბავშვები ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.
ქალწული
თუ ზაფხულში დასვენება ვერ მოახერხებთ, ეს დღე ხელსაყრელია ოჯახური მოგზაურობის დაწყებისთვის. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას – ეს ხანგრძლივი ურთიერთობა იქნება და მომავალში ვეღარაფერს შეცვლით. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია –საკუთარ ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ საქმეებზე მშვიდად იზრუნეთ.
სასწორი
ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებები არ უნდა დაგეგმოთ. თუმცა კარგი დღეა შეიძლება პირადი ცხოვრების პრობლემების გადასაჭრელად. იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანებებისა და საგზაო შემთხვევების რისკი.
მორიელი
ძალიან აქტიურიდა ნაყოფიერი დღეა. ფული, რომელსაც ამ დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება ოჯახში დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს. ყურადღებით იყავით – დაუფიქრებელი მოქმედება ფინანსურ ზარალს გამოიწვევს.
მშვილდოსანი
არ არის გამორიცხული, რომ უახლოესმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ, თუმცა ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუ გყავთ მეგობრები, რომლებთანაც რაიმე მიზეზით იჩხუბეთ, დროა, მშვიდობის დამყარებაზე იფიქროთ და სტუმრად მოიწვიოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის მშვილდოსნებისთვის.
თხის რქა
ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით, ამ დღეს ფინანსების სწორად მართვას შეძლებთ. მთელ დღეს საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას დაუთმობთ. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, თუმცა შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
მერწყული
ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენგან დიდ ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. მნიშვნელოვანი საქმის დაწყება ხვალამდე უნდა გადადოთ, რადგან ამჟამად ვარსკვლავების განლაგება არახელსაყრელია. თუ კუჭის ტკივილი თქვენთვის უცხო არაა, ამ დღეს მენიუდან მარილიანი და ცხარე საკვები უნდა გამორიცხოთ.
თევზები
ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. შესაძლოა, გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარონ. ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატებებით შეცვლის. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, საკუთარ ჯანმრთელობაზე და საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.