“სკოლის მერხიდან წარჩინებული და სკოლის თვალი, უნიჭიერესი. დამსახურებულად მოიპოვე ეს ჯილდო. გილოცავ და გისურვებ კიდევ მრავალი წელი გემსახუროს და გეკეთებინოს შენი საყვარელი საქმე. გაგაძლიეროს უფალმა,”- ასე მიულოცა სამტრედიელმა ქალბატონმა, ილორის საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა, ნარგიზ გოგიამ ქალაქის მეშვიდე საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგს ნაზიბროლა ადეიშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება.
55 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე კადრს, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგს, ნაზიბროლა ადეიშვილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სიგელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საგანმამათლებლო რესურს ცენტრის უფროსთან თინათინ ხარძიანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ნუგზარ ჯამბურიასთან, მერიის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსთან ნატალია მანჯგალაძესთან და თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
ნაზიბროლა ადეიშვილი ნახევარ საუკუნეზე მეტია, ახალგაზრდების სწავლა- განათლების საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ემსახურება და ასევე უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სივრცეში, განსაკუთრებით კი მშობლიურ მეშვიდე საჯარო სკოლაში.
ავტორი