დღეს სასწავლო წელი დაიწყო მთელი გულით გილოცავთ პირველკლასელებო და მშობლებო, მოსწავლეებო და მასწავლებლებო წარმატებები ყველას!დღეს მე ჩემი შვილები სკოლაში ვერ გავუშვი, მათ ვერ იზეიმეს სასწავლო წლის დაწყება, რადგან 15 სექტემბერი მათთვის სიხარულთან აღარ ასოცირდება 15 სექტემბერი მათთვის ძმის — ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის დღეა! _ წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე.
შვილის გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე იზა ომაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მისი შვილის საქმის არაკეთილსინდისიერ გამოიძიებაზე საუბრობს.
“ბატონო პრემიერო, საქართველოს მთავრობა, სწავლის საფასურის განულების ამბავი რომ გავიგე ვიფიქრე სურვილების ასრულებით დაიწყეთ დღე!
ერთი წლის წინ მოგმართეთ მაგრამ მხოლოდ ერთ დღიანი შემოთვლით შემოვიფარგლეთ, იქნებ მეც გამინულოთ აზრი რომ თქვენი ხელისუფლება პირდაპირ კავშირში არ არის ახალგაზრდა ბიზნესმენის, პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან?!
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia, იქნებ განმარტოთ რამდენი ხნით შემოდეთ თაროზე ნიკო კვარაცხელიას საქმე?
მითხარით რა ღირს ადამიანის სიცოცხლე ჩვენს ქვეყანაში?!
დიახ რა ჯდება ნიკო კვარაცხელიას საქმის ჩაფარცხვა?!
ორი წელი ენის მოჩლექით გესაუბრებით, მაგრამ თქვენ სინათლეს სიბნელე არჩიეთ, თქვენ მკვლელების მხარეს დადექით და ავტომატურად ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილეობა არჩიეთ!
აქეთ კი მკვლელობა დაგვაბრალეთ დასაშინებლად!
თქვენ შეგეძლოთ კანონის ფარგლებში, სწორად გემოქმედათ, მაგრამ საქმე თაროზე შემოდეთ, ვისი ინტერესით?!
ვინ გიკრძალავთ საქმის არ გამოძიებას.
ველი ვრცელ პასუხს და ველი მოქმედებას, მე მაქსიმალურად ვიკავებ თავს, ადამიანებს დახმარებისკენ მოვუწოდო, მაგრამ გპირდებით, ბევრგან დაგხვდებით მე ხუთი შვილის დედა იზა ომაძე , დაგხვდებით ძალიან ბევრ განაწყენებულ ადამიანთან ერთად დიახ , დაგხვდებით განადგურებული დედა და გეტყვით რომ თქვენ ხართ ხელისუფლება რომელიც მკვლელებს იფარებს და მკვლელობებს ახალისებს
თქვენთვის შეიძლება არ არის ავტორიტეტი ამერიკის უძლიერესი პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი მაგრამ მაინც გადაიკითხეთ:
“შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.”
არ არის ქართველი ხალხი ბრიყვი!
სანამ რამეს დაგვაბრალებთ ესეც ჩაიკითხეთ.
იყო უდიდესი წმინდანი ნიკოლოზ სერბი, მსგავსი სწორი შეფასება სხვაგან არ წამიკითხავს:
ნუ იქურდებ, განსაკუთრებით კი სამშობლოს ნუ მოჰპარავ: ნუ მიითვისებ ნურც ხალხის ფულს, ნურც მიწას, ნურც ტყეს, ნურც წიაღისეულს – ნუ ხელყოფ შენი სამშობლოს სიმდიდრიდან რაიმეს, რამეთუ თუ იქურდებ, მოაწევ წყევას შენს თავს, შენს სახლს და შენს ქვეყანას. სადაც ქურდობაა, იქ მადლი არ არის, სადაც მადლი არ არის – იქ წყევა სუფევს. ამაზე მოწმობს წმინდა წერილი, რომლის პირველივე ფურცლებზე დაწერილია ღვთის მცნება: არა იპარო!
ვინც ერთ კაცს ჰპარავს, შეძლებულს ქურდავს, სახელმწიფოს მძარცველი ყველა გადასახადის გადამხდელს ჰპარავს – არა მარტო შეძლებულს, არამედ უქონელსაც. რამეთუ სახელმწიფო გადასახადს ღარიბებიც იხდიან: მსახურები და მეეზოვეები; დღიური მუშა და მოჯამაგირე, მოსამსახურე თუ ჭურჭლის მრეცხავი; სხვისი დაქირავებული და საწყალი მაღაროს მუშა; გლეხი, რომელიც მიწას კავით ხნავს და მარტოხელა ბერიკაცები და დედაბრები. უქონელმა ვალით უნდა გადაიხადოს გადასახადები. სახელმწიფოს სალარო ავსებულია ობოლთა ცრემლებით და ოფლის მდინარეებით. გზა, რომლითაც ეს სიმდიდრე სახელმწიფო ხაზინაში მიედინება, ქვითინითა და ვაი-ვიშით არის დაგებული. ძნელია წარმოიდგინო იმაზე მეტი უპატივცემულობა ხალხისა, ვიდრე ჩაყო ხელი სახალხო სალაროში და საერთო სახელმწიფო ქისიდან მოიპარო. ამაზე დიდი სისულელე არაფერია.
თუ ერთ კაცს დინარს მოჰპარავს ქურდი, ერთი მცირე ქურდობის გამო დაისჯება და მხოლოდ ერთი კაცის წინაშე აგებს პასუხს. მაგრამ თუ ერთ დინარს სახელმწიფოს მოჰპარავს, მაგალითად, იუგოსლავიას, მაშინ ის თხუთმეტ მილიონ სულს ჰპარავს და პასუხს აგებს თხუთმეტი მილიონი ქურდობისთვის. თუ ადამიანურ სამართალს არ ძალუძს, მილიონების მოპარვისთვის განაჩენი გამოიტანოს, მაშინ დასჯის მას ის, ვინც ყველაფერი იცის და ყველაფერი ესმის, რომელიც საუკუნო სამართლით სჯის და თუ მიუსჯის სამუდამო კატორღას, ეს კატორღა ჭეშმარიტად საუკუნო იქნება.
დაე, ისმინონ და დაიმახსოვრონ ეს სიტყვები მათ, ვისაც სახელმწიფო სიკეთე (ქონება) ეტკბილება:
სახელმწიფოს ქურდი პასუხს აგებს მილიონობით ქურდობის ჩადენისთვის!
P.S. ჯერ საკუთარ თავს დაუწერეთ კანონები, რომელსაც თავად დაემორჩილებით და ძლიერი სახელმწიფო უკვე თავად შექმნის ხალხზე და არა ხელისუფლებაზე მორგებულ კანონებს!
ნუ გვიქციეთ ქვეყანა მხოლოდ სასაფლაოდ!
თუ სადმე დანაშაული გვქონია პასუხისმგებლობას არ გავქცეულვართ!
ყველაფერს აქვს დასასრული!
გამთენიისას 16 სექტემბერს კი ჩემი ბიჭი “ცასწავიდა”.
იქით არჩია, სამყაროში სადაც დარწმუნებული ვარ რომ სიკაშკაშეა იქ ხომ უფალია.
მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის, თქვენი თანადგომით ,თქვენთან ერთად ბევრი შევძელით, ეხლაც გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, იმიტომ რომ შიგნიდან გამუდმებით მეძახის ჩემი ნიკო : მხოლოდ სიმართლეო!
#საქართველოსმთავრობა, #საქართველსპროკურატურა ველი კომენტარს და ველი უსწრაფეს გამოძიებას!” – წერს სოციალურ ქსელში იზა ომაძე.15 სექტემბერს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა.Feedc-ის დამფუძნებელს, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას 2021 წლის 15 სექტემბერს, ფიქრის გორაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 9 ტყვია ესროლეს, რიდ შედეგადაც ახალგაზრდა გადაიცვალა.