https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ერთხელ პარლამენტში“

13:53; 17.09.2023
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

თანამემამულე პოლიტიკოსები სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში საკუთარ მახვილგონიერებას ხშირად ამტკიცებენ. დღევანდელ წერილში ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ „პოლიტიკურ“ ისტორიას გაგაცნობთ.

თავდაპირველად სიტყვა ბატონ კახა კუკავას გადავცეთ.

„ზვიად ძიძიგურს „დიდი ტერორისტის“ სახელი აქვს, რითაც ამაყობს კიდეც და ყველას უმტკიცებს, მაგარი მსროლელი ვარ, ტყვიას ტყვიაში ვაჯენო.

90-იანი წლების ერთ-ერთი არჩევნების  დროს იარაღს ვატარებდი,  რეზინის  ტყვიებს რომ ისვრის. დასავლეთ საქართველოში ვართ, ცოტა გართულებული სიტუაციაა და ზვიად ძიძიგური შემიჩნდა:

– ბიჭო, რად გინდა, სროლა მაინც არ იცი?

– შესანიშნებლად.

– რომ არ შეეშინდეთ? მომეცი, მე მექნება, ხომ იცი, სნაიპერი ვარ და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გამოვიყენებ.

– ამის ხმარებაც იცი?

– აბა!  იარაღი არ არსებობს თვალდახუჭულმა რომ ვერ დავშალო და ავაწყო.

რაღა მექნა, იარაღი უხალისოდ მივაწოდე. აიღო, ხელში შეათამაშა, ვა, რა მაგარია, რა მაგარიაო, შესძახა – „ბახ“ და თავისი პირადი დაცვის უფროსი ძირს არ გააგორა?! კიდევ კარგი, ფეხში მოხვდა და პატარა ზელვითა და კრუსუნით გადარჩა.

ძიძიგურს შევხედე, გაფითრებული დგას, ხმას ვერ იღებს.

– ყოჩაღ, – ვეუბნები, – ახლა კი მჯერა, რომ მართლა დასაჭერი იყავი.

– რატომ? – დაიბნა.

კაცო, რეზინის ტყვიით ლამის კაცი მოკალი და იმ თოხითა და ბარით, რისთვისაც დაგიჭირეს, ვახუშტის ხიდს ვერ ააფეთქებდი?…  ამ ამბის შემდეგ მისი დაცვა მე დამყვებოდა – მაგის ხელში აქეთ ვართ დასაცავებიო“.

პოლიტიკური „სახალისო მოგონებების“ ესტაფეტას ბატონი ვალერი გელაშვილი გააგრძელებს:

„ლიტვაში პირველმა მე ვიყიდე ახალი „მერსედესი“. 1991 წელია, საქართველოდან მივდივარ, მიმაქვს საბჭოთა მანეთებით გაძეძგილი ტომარა და ძვირფასი თეთრი ლითონის ზოდი. 50 და 100-მანეთებიანი ბანკნოტები იყო, რომელიც დღითიდღე უფასურდებოდა და მთელი ტომარა რომ გადამეცვალა, 10 ათასი დოლარიც არ გამოვიდოდა. ფული – არაფერი, მაგრამ ძვირფასი ლითონის შეტანა ქვეყანაში კანონით იკრძალებოდა.

ლიტვამდე მშვიდობიანად მივაღწიე და საზღვარზე გამაჩერეს. პოლიციელმა ტომარა შეათვალიერა და მერე ზოდს მიაჩერდა ეჭვით:

– შენია? – მეკითხება.

– ჩემია, – დავუდასტურე.

– ძვირფას ლითონს ჰგავს, – მოიფხანა კეფა, – მართალი ვარ?

– ვარიანტი არაა! – შევიცხადე.

მივიდა, კარგად შეამოწმა და გაბრაზებულმა გამომხედა.

– ძვირფასი ლითონია!

– აბა, ავშენებულვარ და ეგ არის, გადავეხვიე გაოცებულს, – შენ გაგახარა ღმერთმა ისე, როგორც მე გამახარე!

– რა, არ იცოდი? – გადაირია.

– საიდან, ძმაო, აქედან სამ კილომეტრში, ტყესთან რომ გამოვიარე, დავინახე, გზის პირას ეგდო რამდენიმე. ვიფიქრე – იქნებ რამეში გამომადგეს – მეთქი და მანქანაში ჩავაგდე.

– რაო, სად ეგდო? – ცქვიტა ყურები.

– სამი კილომეტრი არც იქნება, – დავუზუსტე, – ახლა დროს ნუ დამაკარგვინებ, გავქანდები, სახელმწიფოს ჩავაბარებ და კანონით, როგორც მპოვნელს 25 პროცენტი მეკუთვნის!

უკვე აღარ მისმენს.

– ბიჭებო, ახლავე მოვალ, ეს კაცი გაატარეთ, – გასძახა თავისიანებს, მანქანაში ჩახტა და გავარდა.

სანამ ის სამ კილომეტრს გაივლიდა, მე ათი კილომეტრი მქონდა გავლილი…“

ბატონი რომან გოცირიძე ერთ მოსკოვურ თავგადასავალს ხშირად იხსენებს:

„ასპირანტურაში ყოფნისას მოსკოვში მიწევდა ყოფნა, სადაც საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი.

იმ პერიოდში გენერალური მდივანი ანდროპოვი იყო, თავისი მკაცრი რეჟიმით. იმისთანა უჟმური კომენდანტი გვყავდა, უნებართვოდ სტუმრის მიღება არ შეგვეძლო. მოკლედ, სისხლს გვიშრობდა. მამაჩემს, როგორც ომის მონაწილეს, უამრავი მედალი და ორდენი ჰქონდა სახლში. იმდენი, რომ ყველას ერთად დაკიდება უჭირდა და მთხოვა, მოსკოვში „პლანკა“ გამეკეთებინა, მათი შემცვლელი.

ერთხელაც, შემოდის მოულოდნელ „რეიდზე“ ეს ჩვენი კომენდანტი და ხედავს, მაგიდასთან ვზივარ, წინ საბუთები მაქვს დახვავებული. აიღო ერთ – ერთი და კითხულობს: რომ რ. გოცირიძე (მამაჩემს რაჟდენი ჰქვია) არის ამა და ამ ორდენის კავალერი. კაცი გაფითრდა, ოფლმა დაასხა.

– ეს ყველაფერი შენია? – დააღო პირი.

– დიახ, – ავიღე ნამუსზე ხელი.

– რა დამსახურებისთვის? – სკამზე დაეცა.

– ჯარში ჩინეთის საზღვარზე ვმსახურობდი, – დავიწყე ზღაპრის მოყოლა, – როგორც კი ამური გაიყინებოდა, დივერსანტები მოძვრებოდნენ და ხუთ-ექვს კაცს ერთად ვიჭერდი.

აუჰ! – გაგიჟდა.

– ეჰ, – ამოვიოხრე სინანულით, – ნახევარი წელიც რომ გავჩერებულიყავი, გმირობასაც მომცემდნენ. ისე, ჩვენს შორის დარჩეს, ამაზე ლაპარაკის უფლება არა მაქვს.

კომენდანტი უკან-უკან გავიდა, პირველად ვნახე გაღიმებული და იმ დღის შემდეგ ვერც სალამს ვასწრებდი და თვრამეტი სტუმარიც რომ მიმეყვანა, ხმის ამომღები არ იყო“.

ბატონი გერმანე ფაცაცია თავის დროზე ამ ისტორიას ხშირად იგონებდა:

„მინდა, ის პერიოდი გავიხსენო, როცა პარლამენტის სხდომები „იმელის“ შენობაში იმართებოდა. ეს იყო მართლაც წარმოუდგენელი მრავალფეროვნება: თუ ვინმე არსებობდა საქართველოში – შტერი იქნებოდა, სულელი, მოაზროვნე თუ პათოლოგი – ყველა ერთად იყო შეყრილი ამ პარლამენტში. მაშინ მძიმე პერიოდი იყო – დენის დანახვაც კი ხალხში ოვაციებს იწვევდა. ერთხელ, სიცივეა, დენი არ არის, თვით „იმელის“ შენობაშიც კი, ჩართულია ეგრეთ წოდებული „დვიჟოკი“ და ამგვარად ვმუშაობთ.

პარლამენტარებს ცხვირ-პირი ჩამოგვტირის, ისე ვსხედვართ და არავინ არაა მუშაობისა და, თუ გნებავთ, პოლემიკის ხასიათზე. ამ დროს მოვიდა ჩემთან ბეჟან ხურციძე და მეუბნება, რამე ვქნათ ისეთი, რომ სხდომა ჩავშალოთ. თუ ამას მოახერხებ, პურ-მარილს ვკისრულობო. მეც დავეთანხმე, რადგან იმავეს ვფიქრობდი.

როცა შესვენება გამოაცხადეს, ფოიეში შევეჩეხე ედუარდს. მე, ცოტა არ იყოს, ნასვამი ვიყავი, და მან საყვედური მითხრა – არ უნდა იცოდე, ვისთან უნდა დალიოო? თურმე, ნუ იტყვით და, ვისაც მე დავალევინე, იმან შესვენებამდე შევარდნაძე უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა. თემურ მირიანაშვილმა კი მე „ჩამიშვა“ – იმას გერმანემ დაალევინაო. მეც არ დავუთმე – ამისთანა ამბებს მე არავის, მით უმეტეს, სახელმწიფო მეთაურს, არ ვუთანხმებ-მეთქი. თან, მიზეზს ვეძებ, რომ სხდომა ჩავშალო და ბეჟანმა პურ-მარილი იკისროს. მივადექი მიკროფონს. ცხონებულ ვახტანგ გოგუაძეს მიჰყავდა სხდომა და გვერდით უზის ედუარდი. ვთხოვე, მაგრამ ვახტანგმა არ მომცა სიტყვის თქმის უფლება. როცა სხდომაზე ვახტანგს ვუსაყვედურე შინაურს ასე არ ექცევიან-მეთქი, მიპასუხა მღვდელი არ შეიძლება, შინაური იყოსო, მე ვუთხარი, პროცედურაზე რომ არ მომცე სიტყვა, უფლება არ გაქვს-მეთქი.

როგორც იქნა, მომცა სიტყვა და მაშინვე გამოვაცხადე: – ბატონო ედუარდ, რაც იქ ფოიეში, შესვენების დროს მოხდა, აქ უნდა გავუკეთო კომენტარი: თქვენ მე ყოველთვის მაძაგებდით, მე კი ყოველთვის გაქებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ორივენი მწარედ ვცდებოდით-მეთქი. ამის თქმა იყო და დარბაზში ისეთი ხარხარი ატყდა, რომ სხდომა ჩაიშალა. ბეჟანმა კი მართლაც შეასრულა სიტყვა და იკისრა პურ-მარილი“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება12Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11 დეკემბერი, 2025
ისტორია

რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

09:54; 8 დეკემბერი, 2025
ისტორია

კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

10:21; 22 ნოემბერი, 2025
ისტორია

როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

10:45; 17 აგვისტო, 2025

ყაჩაღობა სამეგრელოში - წაღებულია თანხა, რომელიც ოჯახმა თხილის ჩაბარებით აიღო

ბულგარეთის პრემიერმა ფერმერებს ტერორისტები უწოდა - რა ხდება ქვეყანაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

10:28; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:19; 27.12.2025
პოლიტიკა

ვისთვის გახანგრძლივდა 2026 წლის 1 აპრილამდე დახმარების გაცემა

10:12; 27.12.2025
პოლიტიკა

სადამდე გახანგრძლივდა საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა

10:07; 27.12.2025
სამართალი

ოჯახს 22 ძროხა მოპარეს

10:02; 27.12.2025
საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა 21 სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა

9:43; 27.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მოკლე დახასიათება

9:27; 27.12.2025
ზაფრანი

როგორი დედა ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

9:22; 27.12.2025
ზაფრანი

სიყვარულს დაბადების საათი განსაზღვრავს

9:16; 27.12.2025
სამართალი

რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს

9:07; 27.12.2025
საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა

22:23; 26.12.2025
პოლიტიკა

ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით

20:15; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო