გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა წალენჯიხაში, სოფელ ჭალეში.
ჩვენი ინფორმაციით, 84 წლის მამაკაცს, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, შეიარაღებული თავმდამსხმელები ფიზიკურად გაუსრწორდენენ. წაღებულია 250 ლარამდე თანხა. ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომადგენელი, ავთანდილ მანია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ეს უკვე მეორე ყაჩაღაობაა ბოლო ორ დღეში წალენჯიხაში.
16 სექტემბერს, გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში, ერთ-ერთ ოჯახში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. პირველადი ინფორმაციით, წაღებულია 10 ათას ლარზე მეტი, რომელიც დაზარალებულ ოჯახს თხილის ჩაბარების შედეგად ჰქონდა.
ავტორი