დღეს, 18 სექტემბერს ახალი სასწავლო – სააღმზრდელო წელი დაიწყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის 24- ვე საბავშვო ბაღში. ქალაქის 11 და სოფლის 13 საბავშვო ბაღი დღეს სრულად იყო მობილიზებული აღსაზრდელების დასახვედრად. დაახლოებით, ცხრაასამდე მოზარდია დაფიქსირებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის 24 ბაგა- ბაღში.
,,ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს ვხვდებით დიდი სიყვარულითა და იმედებით. თითქმის ყველა სკოლამდელმა დაწესებულებამ შეძლო, ღირსეულად დახვედროდა პატარებსა და მათ მშობლებს. ზეიმი გაიმართა ყველა საბავშვო ბაღში, საგანგებოდ მოწყობილ საზეიმო სივრცეში ბავშვებმა პედაგოგებთან ერთად ლამაზი და ხალისიანი აქტივობები გამართეს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ახალი სასწავლო – სააღმზრდელო წელი მივულოცო მსოფლიოს პატარებს, განსაკუთრებით კი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებს; უღრუბლო ცა და ბედნიერი ბავშვობა არ მოკლებოდეთ,”- ,,გურია ნიუსთან” კომენტარში აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ.
ავტორი