რამდენიმე თვის წინ, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ასტეროიდი, სახელად 2023 DW, რომელიც შესაძლოა, დედამიწას 2046 წელს შეეჯახოს.
მეცნიერთა მიერ დაფიქსირებული ასტეროიდი დაახლოებით 50 მეტრი დიამეტრისაა. ის ჩვენს პლანეტას ყველაზე მცირე დისტანციაზე, სავარაუდოდ, 2046 წლის 14 თებერვალს მოუახლოვდება. ევროპის კოსმოსური სააგენტოს გამოთვლებით, შეჯახების შანსი 625-ში 1-ია, მაგრამ ეს ინფორმაცია ცვლილებას ექვემდებარება.
რაც არ უნდა იყოს, ამ ზომის ასტეროიდთან შეჯახება დედამიწას ისეთ ზიანს ვერ მიაყენებს, როგორიც დინოზავრების გამანადგურებელმა, თითქმის 12-კილომეტრიანმა ობიექტმა 66 მილიონი წლის წინ შეძლო. შედარებისთვის, 2023 DW-ზე ნახევარჯერ პატარა ჩელიაბინსკის მეტეორი 2013 წელს რუსეთის თავზე აფეთქდა და ძლიერი ტალღები წარმოქმნა, რამაც ფანჯრების მინები ჩაამსხვრია და 1500-მდე ადამიანი დაასახიჩრა.
ავტორი