ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში გრძელდება სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება. აღნიშნულ აქციას ამჯერად რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი შეუერთდა.
,, გრძელდება ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, რომელსაც რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი შემოუერთდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ რეგიონს და მუნიციპალიტეტს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში მხარში უდგას გურიას და გამოხატავს სოლიდარობას ჩვენი მოქალაქეების მიმართ. დღეის მდგომარეობით, დახმარება გაეწია 1400-ზე მეტ ოჯახს და აღნიშნული პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“,- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved