BBC– ის ინფორმაციით, 24 საათის შემდეგ, რაც აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში შეტევა დაიწყო, ეთნიკურ-სომხური ძალები შეთანხმდნენ რუსეთის პირობებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც ყარაბაღის ძალებმა მიიღეს, არის წინადადება სრული განიარაღების შესახებ.
დაახლოებით 120 000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობს სამხრეთ კავკასიის ანკლავში, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად.
სამი წლის წინ აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღისა და მის გარშემო არსებული ტერიტორიები და სამშაბათს მოითხოვა სრული დანებება.
ყარაბაღის ოფიციალური პირების თქმით, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა „ანტიტერორისტული“ ოპერაციები წამოიწყეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოფიციალური პირები შეხვდებიან ყარაბაღის სომეხ წარმომადგენლებს ხუთშაბათს აზერბაიჯანის ქალაქ ევლახში “რეინტეგრაციის საკითხებზე” მოლაპარაკებების გასამართად.