ცნობილ ადამიანებს ფილმის გადაღებისა თუ სიმღერის ჩაწერისას უამრავ ხალხთან უწევთ ურთიერთობა. მუშაობის პროცესში კი ხშირია კონფლიქტები, რომელთა ინიციატორებიც ხშირად ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავები არიან.
ხოაკინ ფენიქსი „ჯოკერის“ გადაღებების დროს ოპერატორის ჩურჩულზე გაბრაზდა, რომელსაც უყვირა და კარგადაც გამოლანძღა.
ინტერვიუს დროს მადონა ოთახში მყოფ ხალხს უხეშად ესაუბრა, რადგან სიცხემ შეაწუხა და კონდიციონერიც არსად იყო.
ჯასტინ ბიბერს ვიდეოკლიპის გადაღების დროს ოპერატორის მუშაობა არ მოეწონა, რომელსაც შენიშვნები საჯაროდ მისცა.
უთანხმოების გამო ბილ მიურეიმ პროდიუსერი ტბაში ჩააგდო.
კაილი ჯენერმა „Keeping Up with the Kardashians“-ის გადაღებებზე ოთახში უკითხავად შესულ პროდიუსერს უხეშად მიანიშნა, რომ საჭირო ოთახში შესვლა არ აცადა.
კრისტინა აგილერა იმ ადამიანზე გაბრაზდა, რომელმაც მისი ინტერვიუს დროს შემთხვევით დაახველა.
ავტორი