ვერძი – ნებისმიერ საქმიანობაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. აჩქარება მხოლოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ. საკუთარი შეხედულებების რადიკალურად შეცვლა მოგიწევთ.
კურო – წინ ნეგატიური დღე გელოდებათ. საკუთარი სურვილების შესრულებას ხელისშემშლელი ფაქტორების გამო ვერ შეძლებთ.
ტყუპები – კარგი დღეა ახალი ინფორმაციის ასათვისებლად, განათლების მისაღებად. უცხოელი პარტნიორებისაგან საინტერესო წინადადებას მიიღებთ. ვირტუალური კომუნიკაციის წყლობით ახალ მეგობრებს შეიძენთ სხვა ქალაქში.
კირჩხიბი – ცუდი დღეა ელექტრონული ტექნიკის შესაძენად. სიფრთხილე გამოიჩინეთ კომპიუტერთან მუშაობისას. ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს.
ლომი – გახსოვდეთ, საიდუმლოს შენახვა უნდა. თავი აარიდეთ ჭორაობას და სხვა ადამიანების ცხოვრებით დაინტერესებას. დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო საუბარი გელოდებათ ოჯახის ერთ-ერთ წევრთან.
ქალწული – თანამოაზრეებთან გაუგებრობა გელოდებათ. თქვენი პარტნიორი ზედმეტად მოლაყბე აღმოჩნდება. ნუ დაიწყებთ ურთიერთობების გარკვევას. დაკავდით საყვარელი საქმიანობით და ამგვარად ნეგატიურ განწყობას თავს აარიდებთ.
სასწორი – დღეს დათმობებზე წასვლა მოგიწევთ. ნუ იტყვით ყველაფერს, რასაც ფიქრობთ. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში დაძაბულობაა მოსალოდნელი. ნუ აყვებით ემოციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია უფრო გართულდება.
მორიელი – გარშემომყოფებთან ურთიერთობა დამღლელი იქნება. დღის მეორე ნახევარში განწყობა საგრძნობლად გაუარესდება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნუ გამოიყენებთ მკურნალობის თქვენთვის უცნობ მეთოდებს.
მშვილდოსანი – დღეს მოვლენები გეგმის მიხედვით არ განვითარდება, ვინაიდან, წინ მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ.
თხის რქა – ვარსკვლავები ნეგატიურ დღეს გიწინასწარმეტყველებენ. ოჯახის წევრებთან უსიამოვნო თემებზე საუბარს თავს ვერ აარიდებთ. მოერიდეთ მათთან კამათს. ცუდი დღეა სტუმრების მისაღებად.
მერწყული – სიახლეებით სავსე დღე გელოდებათ. შესაძლოა ხანმოკლე მგზავრობა. სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობებთან. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
თევზები – დღეს ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი გახდებით. შესაძლოა ვებ-მაღაზიიდან რაიმე ნივთიც კი გამოიწეროთ. დაიმახსოვრეთ, სიჩქარე და ნერვიულობა ფულადი დანაკარგის რისკს გაზრიდს.