დღეს, რამდენიმე საათის წინ მკვლელობა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში. მოკლული 23 წლის ავთო სიხარულიძეა.
სავარაუდო დამნაშავე ადგილობრივია, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დატოვა. ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა. დანაშული, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოკლულს, ახლობლები ჯერ კიდევ გუშინ დაბადების დღეს, 23 წლის შესრულებას ულოცავდნენ, დღეს კი, გლოვობენ და სიტყვებს ვერ პოულობენ ოჯახის სანუგეშებლად.
“შვილო, შენ მოგიკვდი;
ღმერთო ასე როგორ გაიმეტეს. გამძლეობა ოჯახს. ნათელში იყოს მისი სული;
ანგელოზი ბიჭი წაგვართვეს;
რით ვანუგეშოთ შენი დედ-მამა, ათუ;
ღმერთო, რატომ?! სანუგეშო სიტყვებმაც აზრი დაკარგა…
ძალიან მძიმე და ჩვენი რაიონისთვის უმძიმესი დღეა. დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს.
ღმერთო, რა დიდი ტკივილია ჩვენი სოფლისთვის”, _ წერენ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები.