ცოტა ხნის წინ, „Tesla“-სა და „SpaceX“-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, „Apple“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა და ათასზე მეტმა ექსპერტმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც მძლავრი ხელოვნური ინტელექტის შემუშავების შეჩერებას ითხოვენ. წერილი სიცოცხლის მომავლის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
წერილის ავტორები პროგრამისტებს მოუწოდებენ, სულ მცირე ნახევარი წლით შეაჩერონ კომპანია „OpenAI“-ის ნეიროქსელ GPT-4-ზე მძლავრ სისტემებთან მუშაობა, მანამ, სანამ უსაფრთხოების საერთო პროტოკოლები არ შეიქმნება.
წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ „მძლავრი ციფრული გონებების“ შემქმნელებს მათი გაკონტროლება არ შეუძლიათ, ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე სისტემები კი ადამიანთან იწყებენ კონკურირებას.
„საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ: უნდა მივცეთ თუ არა მანქანებს უფლება დატბორონ ჩვენი საინფორმაციო არხები პროპაგანდითა და სიცრუით? გავხადოთ ავტომატიზებული ყველა საქმიანობა, მათ შორის ის, რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს? განვავითაროთ არაადამიანური გონენები, რომლებმაც, შესაძლოა, საბოლოო ჯამში რაოდენობით გვაჯობონ და შეგვცვალონ? დავაყენოთ რისკის ქვეშ ჩვენს ცივილიზაციაზე კონტროლის დაკარგვა?“ – აღნიშნულია წერილში.
ავტორი