დღეს ბუკისციხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სესილი შარაშიძემ, მათე პატარაშვილმა და მათმა პედაგოგმა თამარ ჩხიკვაძემ ,,ანბანეთში მოგზაურობა” დაიწყეს.
საოცარ სამყაროში მოვხვდით, უამრავი აქტივობით დატვირთული გაკვეთილი ვიხილეთ.
კეთილი იყოს ბავშვებო თქვენი მოგზაურობა, ,,სასიტყვეთᲨი”
ეს პატარა ჯადოსნური სიტყვა _ “აი ია” იყოს თქვენი მეგზური და გზამკვლევი იმ უზარმაზარ ლაბირინთში, რასაც ცოდნის სამყარო ჰქვია.
მადლობა თამარ მასწავლებელს საინტერესო დღისთვის. _ წერს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი მაია ნინიძე.