მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გაიხსნა, ყაზახეთის დამსახურებული მხატვრის სერგეი შჩეგოლიხინის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა.
მერაბ ბერძენიშვილის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვით ხელოვნების ცენტრის ფონდების განყოფილების გამგემ, ლია ურუშაძემ აღნიშნა, რომ მხატვარმა სერგეი შჩეგოლიხინმა თავად იყო ინიციატორი, რომ მისი ნამუშევრების გამოფენა შემდგარიყო ოზურგეთში.
ლია ურუშაძე: მისი ეს შეთავაზება დიდი პატივია ჩვენთვის. მის მიერ გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში დიდი სიყვარულითაა გადმოცემული საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები. ასევე აღსანიშნავია, რომ შემოდგომის სეზონი ამ არაჩვეულებრივი გამოფენით გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 43 ფერწერული ტილო.
ავტორი