ცოტა ხნის წინ, ცნობილმა მსახიობმა დუეინ ჯონსონმა განაცხადა, რომ სიამაყით გახდებოდა აშშ-ის პრეზიდენტი, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა. ამის შესახებ ყოფილმა რესლერმა და მსახიობმა Instagram-ზე დაწერა.
„არ მგონია, ჩვენს დამფუძნებელ მამებს წარმოედგინათ, რომ მათ კლუბს ორმეტრიანი, თავზე თმაგაცვენილი, სვირინგებიანი, ნახევრად სამოელი, ტეკილას მსმელი და პიკაპის მფლობელი შეუერთდება. მაგრამ თუ ეს ოდესმე მოხდა, ჩემთვის დიდი პატივი იქნება გემსახუროთ“, – დაწერა ჯონსონმა.
განცხადება მან გამოცემა Newsweek-ის სტატიის შემდეგ გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია Piplsay-ს მიერ ჩატარებული ანონიმური გამოკითხვის შედეგად, 46% მზად არის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი ჯონსონს დაუჭიროს.
ავტორი