ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, საუდის არაბეთმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე მოლაპარაკებების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Reuters დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები შეფერხდება, თუმცა მოსალოდნელი იყო, რადგან აშშ-ის მაღალჩინოსნებმა საჯაროდ აღიარეს, რომ “ჰამასის“ შეტევამ ჩაშალა ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობა.
გარდა ამისა, მედია წერს, რომ “ჰამასის“ თავდასხმის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო.
გამოცემა წერს, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი მიმდინარე კვირის დასაწყისში ირანის პრეზიდენტს, იბრაჰიმ რაისს ესაუბრა.
ავტორი