15 ოქტომბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 1 საათით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 187-ე კმ-ზე (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – სოფელი ვაჭევი) შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროცესში ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით, 2023 წლის 15 ოქტომბერს 06:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება სავალი ნაწილის ორივე ზოლზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.