აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კვლავ დაიწყო ბრძოლა პროსამთავრობო ძალებსა და M23 ჯგუფის მეამბოხეებს შორის.
BBC– ის ინფორმაციით, მოსახლეობა ამბობს, რომ შაბათიდან ამბოხებულებმა დაიკავეს ჩრდილოეთ კივუს პროვინციის ქალაქი კიტშანგა.
რამდენიმე ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„აჯანყებულები კიტშანგაში არიან და ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა ქალაქის დასაბრუნებლად“,_ განუცხადა AFP-ს უსაფრთხოების წყარომ.