გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.