სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი Twitter) მფლობელი ილონ მასკი აპირებს, სოცქსელი გაცნობის აპლიკაციად და ციფრულ ბანკად გადააქციოს. ამის შესახებ Business Insider-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, 26 ოქტომბერს გაიმართა ვიდეოკონფერენცია, რომელშიც ილონ მასკი და X-ის გენერალური დირექტორი ლინდა იაკარინო მონაწილეობდნენ.
პრესკონფერენციაზე მასკმა სოცქსელის ტრანსფორმაციის გეგმებზე ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს ყოფილი Twitter-ის გაცნობის აპლიკაციად გადაქცევას.