ისრაელის მთავრობის სპიკერი ეილონ ლევი ამტკიცებს, რომ ქვეყანა სამი კვირის წინ მძევლად აყვანილი 230 ადამიანის ბედის გამო „შეშფოთებულია“.
როგორც მან BBC Radio 5 Live-ს განუცხადა, 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ მოწყობილი თავდასხმა იყო “ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ხოცვა კაცობრიობის ისტორიაში” და “ისრაელმა გადაწყვიტა, რომ ეს აღარასოდეს განმეორდება”.
„ეს არ არის ომი, რომელიც ისრაელმა დაიწყო და ეს არ არის ომი, რომელსაც ისრაელი ელოდა. ეს არის ომი, რომელიც ჰამასმა წამოიწყო და გამოაცხადა ჩვენ წინააღმდეგ“,_ განაცხადა ლევიმ.
ლევი იმეორებს “ჰამასის განადგურების” აღთქმას და მოუწოდებს ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიანი მოსახლეობას გაათავისუფლონ სახიფათო ზონები.