ცოტა ხნის წინ, კომპანიების „SpaceX“ და „Tesla“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უსახლკაროა და ღამეს სან- ფრანცისკოში, სხვადასხვა მეგობრის სახლში ათევს.
„ამ ეტაპზე სახლიც კი არ მაქვს, მეგობრებთან ვრჩები. თუ სან ფრანცისკოს ყურის მახლობლად მივემგზავრები, სადაც „Tesla“-ს ელექტრომობილების ქარხანა მდებარეობს, სწორედ მათ თავისუფალ ოთახებში ვიძინებ”, – აცხადებს მასკი.
მილიარდერმა ისიც აღნიშნა, რომ იახტას არ ფლობს და თანხას არც შვებულებებში ხარჯავს, ამიტომ დიდძალ ქონებას სულაც არ მოიხმარს. მისი თქმით, ერთადერთი გამონაკლისი თვითმფრინავია, თუმცა ის საქმისთვის სჭირდება.
მასკი ამბობს, რომ ხალხს მასზე არასწორი წარმოდგენა აქვს, რომელიც სამართლიანი იქნებოდა, ყოველწლიურად პირადი ინტერესებისთვის მართლაც მილიარდობით აშშ დოლარს რომ ხარჯავდეს.
ავტორი