ცოტა ხნის წინ, ნიდერლანდებში, ედინბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ავტოპროექტი „luka“ დაასრულეს. ესაა მცირე ზომის ავტომობილი, რომელიც გადამუშავებული ნარჩენებისგან მიღებული მასალით დამზადდა.
ავტომობილის სერიული წარმოება არ იგეგმება. სტუდენტების განცხადებით, მათი მიზანია, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ გადამუშავებული ნაგავი ძვირფასი ნედლეულია.
ავტომობილს აქვს ორი ელექტროძრავი, ის მსუბუქია და საათში 90 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ელემენტის მუხტი 220 კილომეტრზე გადაადგილების საშუალებას იძლევა. ავტომობილში ორი ადამიანის ადგილია და მცირე ბარგის გადატანაც შეიძლება.
ავტორი