მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღაზაზე ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება.
ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით და პალესტინელების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად ათასობით ადამიანი შეიკრიბა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში გამართულ აქციებზე.
საპროტესტო აქცია გაიმართა ვაშინგტონში, თეთრ სახლთან, სადაც შეკრებილმა დემონსტრანტებმა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ისრაელის მხარდაჭერა გააკრიტიკეს.
მომიტინგეებს ჰქონდათ პალესტინის დროშები და პლაკატები ლოზუნგებით, “პალესტინელების სიცოცხლე მნიშვნელოვანია” და “ახლავე დაასრულეთ ღაზას ალყა”.